ქობულეთში, ვერულიძის ქუჩის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურის ფარგლებში მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, ტროტუარზე დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო გარეგანათების სისტემა, სავალ ნაწილზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო.
“რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ, რომ დავიწყებდით კეთილმოწყობით სამუშაოებს და ძალიან მალე, უკვე ვხედავთ თუ რა მოცულობის სამუშაობი არის შესრულებული ამ მონაკვეთზე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძი, გადასასვლელი, რომლითაც ხშირად სარგებლობენ და შესაბამისად აუცილებელი იყო ამ გზის მოწესრიგება.
გარდა ასფალტის საფარისა, აქ მოეწყო ტროტუარები, დაიგო დეკორატიული ფილები, დამონტაჟდა ახალი გარეგანათების სისტემა.
მიუხედავად პანდემიური ფონისა, მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი გამოწვევა დგას, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვაგრძელებთ მთელი დატვირთვით , შეუფერხებლათ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც გვქონდა დაგეგმილი.
მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ და განვახორციელებთ არაერთ პროექტს. ქობულეთი აუცილებლად იმსახურებს იმას, რომ აქ არ დარჩეს არც ერთი ადგილი , არც ერთი ქუჩა, არც ერთი გადასასვლელი მოუწესრიგებელი. ამ მიზანს მჯერა რომ მივაღწევთ.
დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის. მოსახლეობის გვერდით დგომის და მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოგვივა”- მირიან ქათამაძე.