ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პოლონური კომპანია შპს ” დმპ სოლიდი”-სგან საჩუქრად ასი ათასი ცალი პირბადე მიიღო. კომპანია 1989 წლიდან არსებობს და ვითარდება. კომპანიას თითქმის 20 წლიანი გამოცდილება აქვს სამომხმარებლო სფეროში.
დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მჭედლიშვილმა, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ცოტნე ანანიძემ საზოგადოებრივ კოლეჯ “ახალი ტალღის” ადმინსტრაციას საჩუქრად პირბადეები გადასცეს.
შეხვედრის დროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს პანდემიის გამოწვევებზე, კერძოდ, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის საჭიროებებზე.