ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოტანილ იქნა მოქალაქეთა პეტიცია – „ქალაქ ქობულეთში ცენტრალური მუნიციპალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის, წიგნადი ფონდის პერიოდული განახლებისა და ბიბლიოთეკის სრულად ამოქმედების შესახებ“.
აღნიშნულ პეტიციასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოს აპარატისათვის წარმოდგენილ იქნა პეტიციის მხარდამჭერთა სიის შევსებული ბლანკები. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 131 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკრებულოს აპარტის მიერ შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე გადამოწმდა წარმოდგენილი სიის 20%-ის ნამდვილობა.
საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 132-ე მუხლის შესაბამისად ვაქვეყნებთ წარმოდგენილ პეტიციას.
2.3