„ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკი იწყება

სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“ „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს ახალგაზრდულ ბანაკს – სოფელ ანაკლიაში.

მიმდინარე წელს ბანაკი 11 ნაკადს უმასპინძლებს. ბანაკის პროგრამა 5 დღისგან შედგება და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისკენ მიმართულ საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში. საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები განხორციელდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით.

მიმდინარე წლის 8 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, მეხუთე ნაკადზე, ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 14-17 წლის ახალგაზრდებს.

მონაწილეთა ტრანსპორტირებას, განთავსებასა და კვებას უზრუნველყოფს სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“.

ბანაკის შესახებ ინფორმაცია, სიის მოწოდების ფორმა, მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები და მშობლის თანხმობის ფორმა წარმოდგენილია დანართის სახით:

 

c399ec25-9a2b-4248-8f69-a27d024b772e

მონაწილეთა სარეგისტრაციო ფორმა (1)

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები (1)

4c9d7a15-97dc-4068-ae9c-9ab3f2638101

 

Skip to content