ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და თანამშრომლობით,Pascal STEAM Community რობოტიკისა და პროგრამირების STEAM პროგრამას ახორციელებს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და თანამშრომლობით,Pascal STEAM Community რობოტიკისა და პროგრამირების STEAM პროგრამას ახორციელებს.

პროგრამაში ჩართულია ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 10-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეები, რომლებიც 8 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეისწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, რობოტიკას, პროგრამირებას და იმუშავებენ პრაქტიკულ პროექტებზე.

მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ თავად შექმნან და ააწყონ რობოტები;

დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს;

იმუშაონ Arduino-სა და mBot სისტემებზე;

შეისწავლონ სენსორები, მექანიზმები და ელექტრული სქემები;

გაეცნონ 3D მოდელირებასა და ბეჭდვას;

მიიღონ რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.

სასწავლო პროცესისთვის საჭირო ტექნიკური ინვენტარი და რესურსები სრულად უზრუნველყოფილი იქნება პროგრამის ფარგლებში.

კურსის დასრულების შემდეგ პროგრამის მონაწილეები მიიღებენ შესაბამისს სერტიფიკატს.

პროგრამა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინვესტიციო ჯგუფების პროექტების დაფინანსების ფარგლებში ხორციელდება.

Skip to content