23 აპრილს, 16-00 საათზე, გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ ‘’;
2. ,,საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქობულეთის მუნიციპალური ინსპექცია“-ს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ;
4. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 თებერვლის N02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
5.ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ;
6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N14 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
7.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N02 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე (დამატება-ქ.ქობულეთში, ლეონიძის ქუჩა N2-ის მიმდებარედ მდებარე 1491.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ 20.42.09.358);
8.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ -(ქ.ქობულეთში, ლეონიძის ქუჩა N2-ის მიმდებარედ მდებარე 1491.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ 20.42.09.358);
9.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N61 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმა“-ში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე (დამატება-ქ.ქობულეთში, ლეონიძის ქუჩა N2-ის მიმდებარედ მდებარე 1491.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ 20.42.09.358);
10.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2026 წლის 21 აპრილის N114-11426111172 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N02 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე (დამატება-ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N277-ის მიმდებარედ მდებარე 92,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N20.42.01.694);
11. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ -(ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N277-ის მიმდებარედ მდებარე 92,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N20.42.01.694);;
12. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N61 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმა“-ში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე (დამატება-ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N277-ის მიმდებარედ მდებარე 92,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N20.42.01.694);
13. ა(ა)იპ ,,ქობულეთის სანდასუფთავება“-ს საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ;
14. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (დაბა ჩაქვი, აჭარის ქუჩა N12-ში მდებარე უძრავ ქონებაში პირველ სართულზე არსებული 106,02 კვ.მ ფართის ბინა (ს/კ 20.18.04.012.01.505),
15. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (ქობულეთი, შოთა რუსთაველის ქუჩა N102-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 18,94 კვ.მ. საერთო ფართი (ს/კ 20.42.07.353.01.558)
16. შპს ,,ქობულეთის წყალი“-ს 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ;
17. შპს ,,ქობულეთის სტადიონი“-ს 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ;
18. შპს ,,სარაგბო კლუბი პონტო“-ს 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ;