საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული  დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა  კომისიის სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული  დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა  კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დავით პაპუნაიშვილი უძღვებოდა.

კომისიაზე  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა მისამართზე ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ცვლილების, დამატების შეტანის თაობაზე და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე  უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის  საკუთრებაში გადაცემის საკითხზე იმსჯელეს.

სხდომაზე  შპს  ქობულეთის წყალის 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინეს.

Skip to content