საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქობულეთში მეგობრობის ქუჩა #18/20-ში.სამშენებლო დოკუმენტის მიხედვით საპროექტო ტერიტორიაზე დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა .აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდა განაშენიენების დეტალური გეგმის შემოუშავება ,რომლის მიხედვითაც დაიგეგმა მრავალბნიანიანი საცხოვრებელი სახლის შენობის მშენებლობა ჯამში 13 სართული.შინააროსბრივად შენობა შედგება მიწის ქვეშა და მიწის ზედა საპარკინგე სივრცეებისაგან ,ასევე შენობის მეორე სართულზე განთავსებულია კომერციული დანინიშნულების ფართები კერძოდ საცურაო აუზი ,ვერანდა და კაფე ,ხოლო მომდევნო სართულებზე კი განთავსებულია საცხოვრებელი სახლები .
გამოსაყოფია ბოლო საცხოვრებელ სართული ,რომელიც ტიპიური სართულებისაგან განსხვავებულია თავისი მაღლი ჭერით და ასევე მის სტატუსითაც . მოცემულ სართულზე იგეგმებოდა მაღალ ფასიანი პენტჰაუსების განთავსება . ასევეე კონკრეტულად რამოდენიმე სართულზე შენობის განივ ბლოკში ,რომელიც ესაზღვრება მეგობრობის ქუჩას სამხრეთ ნაწილში რამოდენიმე ბინას აქვს მოზრდილი საზაფხულო ფართები -ტერასები .
მსოფლიოში არსებულმა არასტაბილურმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ ,ომმა ,როგორც მოსალოდნელი იყო თავისიი ცუდი გავლენა იქონია მსოფლიო ეკონომიკურ სისტაბილურეზე და ეჭვის გარეშე იყო რომ ეს ყოველივე ჩვენს ქვეყანამდეც ადრე თუ გვიან მოქღწევდა.სამწუხაროდ ეს დღეც დადგა . ამიტომაც დამკვეთის შეფასებით მოცემულ მომენტში ჩვენი პროექტით გათვალისწინებული ძვირადღირებული პენტჰაუსი და ბინები დიდი საზაფხულო ფართებით ეკონომიკურად წამგებიანია ,ასევე შენობის ფასადის მოპირკეთება სრულადაა დაგეგმილი კომპოზიტური პანელებით მშენებლობის დაწყებიდან და აღნიშნული სამშაოების თვითღირებულება რამოდენიმეჯერ შეიცვალა -გაძვირდა . პირველ რიგში დამკვეთის სურვილია პროექტი იმ ხარისხით აშენდეს რაც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული ,ამის საშულებას კი მოგვცემს სარეალიზაციო ფართის გაზრდა ,რომ უზრუნველყოს ხარჯების დაბალანსება. ასევე მოცემული სოციალური ფონის გათვალისწინებით საეჭვოა ,რომ ბოლო სართულზე განთავსებული პენტჰაუსებისა და დიდი საზაფხულო ფართების მქონე ბინების მყიდველები საერთოდ მეძებნოს,ამიტომაც ცვლილების პროექტის მიხედვით დაგეგმილია ბოლო მაღალ ჭერიანი სართულის ორ საცხოვრებელ სართულად გადაკეთება , შენობის განივ ბლოკში ,რომელიც ესაზღვრება მეგობრობის ქუჩას ,მის სამხრეთ ნაწილში რამოდენიმე ბინას ,რამოდენიმე სართულზე ,რომელსაც მოზრდილი საზაფხულო ფართები -ტერასები აქვს გადაკეთება საცხოვრებელ სართულებად და ბოლო ცვლილება რაც აღნიშნულითაა დაგეგმილი მდგომარეობს შემდეგში :
შენობის იერსახე განპირობებულია შენობის ერთ საფეხურიანი მოცულობით ,კონკრეტულად კი შენობა ვითარდება სიმაღლეში იმ გაბარიტული ზომით ,რაც მას აქვს პირველ სართულზე ,ხოლო კონკრეტულად ნიშ.+22,40 დან კი მცირდება ზომაში და საფეხურის მსგავსად იწევს შიგნით ,აღნიშნული ცვლილებით კი ყოველივე ამის დაწყება არა ნიშ.+22,40 დან არამედ ნიშ.+25,60 დან მოხდება ,რათა ასევე გაიზარდოს მცირდით სარეალიზაციო ფართობი .
-შენობის კოეფიციენტები კ1 არ გაზრდილა და იგი უცვლელი დარჩა .
-შეიცვალა კ2 და ნაცვლად 4,4 დან გაიზარდა და გახდა 6,0 .
-კ3 მიმდინარე პროექტის მიხედვით დარჩა უცვლელი და იგი შეადგენს -0,1 .
დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წინამდებარე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ მოსაზრება საკითხის ირკვლივ.
დანართი: თანდართული მასალა თან ერთვის.
ინიცირების ცვლილება 2 (3)