ნავთობის და გაზის VII-B სალიცენზიო ბლოკზე, „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში“ (გზშ)

ნავთობის და გაზის VII-B სალიცენზიო ბლოკზე (ტერიტორიულად მოიცავს ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს) სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიების საფუძველზე ნავთობის და გაზის ოპერაციებს ახორციელებს „Hindustan Silichem Private Limited”, რომლის დაკვეთით კონსულტანტი კომპანია შპს „გეო კონსალტინგი“ ამზადებს ზემოაღნიშნული სალიცენზიო ბლოკის მომცველი ტერიტორიის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს“ (გზშ), რომელიც შეიცავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად გარემოზე პოტენციური ზემოქმედების ანალიზს.

გზშ-ის მომზადების პირველ ეტაპს წარმოადგენს სკოპინგის ანგარიში (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს), რომლის ს ა ჯ ა რ ო გ ა ნ ხ ი ლ ვ ა გაიმართება 2025 წლის 17 ნოემბერს 14 საათზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სკოპინგის ანგარიში ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის.

დოკუმენტის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე (ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო/State Agency of Oil and Gas). მოთხოვნის შემთხვევაში, როგორც სააგენტოში, ასევე ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მერიებში ხელმისაწვდომია სკოპინგის ანგარიშის ნაბეჭდი ეგზემპლარი.

საზოგადოებას უფლება აქვს სკოპინგის ანგარიშის განთავსებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით
(წერილობით; საჯარო განხილვის დროს; ელექტრონული საშუალებით, თუ ის იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების საშუალებას).

საჯარო განხილვა ღიაა და საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მასში

 

f292f732-f0aa-4163-aec3-e1a3920aec6b
Skip to content