ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მეექვსე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომა ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გელა ხახნელიძემ გახსნა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს თამაზ ხახუტაიშვილს გადასცა.
თამაზ ხახუტაიშვილმა კოლეგებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარედ, 36 ხმით იოსებ ჟღენტი აირჩიეს.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა მამია ჟორდანიამ დაიკავა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებზე ზურაბ ხინიკაძე და გურამ აბაშიძე დაამტკიცეს.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით , საკრებულოს მოქმედ 5 კომისიას უხელმძღვანელებენ: იურიდიულ-საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისია – დავით წულუკიძე. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია – თედო ტაკიძე. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია – თეა მოწყობილი. ინფრასტრუქტურის, სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისია – დავით პაპუნაიშვილი. განათლების, კულტურის, სპორტის, და ახალგაზრდულ საკითხთა კომისია – ლია შაქარიშვილი.
ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე ფრაქციები და თავმჯდომარეები აირჩიეს. ,,ქართული ოცნება“ -დემოკრატიული საქართველო ფრაქციის თავმჯდომარედ ლაშა ხახუტაიშვილი აირჩიეს.
ფრაქცია ,,ხალხის ძალა“-ს უხელმძღვანელებს გიზო ხალვაში.
 
  
  
  
  
  
 