ქ. ქობულეთში, ლეონიძის ქუჩა N6,N6ა,N4ა-ში (ს/კ 20.42.09.681) მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების გეგმის კონცეფცია

საპროექტო მიწის ნაკვეთის (ს.კ. 20.42.09.681, ფართობი 7199,00 კვ.მ.) განვითარების მიზანია საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყოს სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მქონე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი ვინაიდან ქ. ქობულეთის განაშენიანების გეგმის ფუნქციური ქვეზონების რუკის შესაბამისად გეგმარებით ერთეულში მდებარე საპროექტო ტერიტორია/ები (მიწის ნაკვეთი (ს.კ. 20.42.09.681, ფართობი 7199,00 კვ.მ.)) მიეკუთვნება საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ (სზ-3) ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით;

(სზ-3) ზონაში დადგენილი კოეფიციენტებია: • მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) = 0,5; •

მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) = 1,8; •

მიწის ნაკვეთების გამწვანებისკ ოეფიციენტი (კ-3) = 0,3

ქ. ქობულეთის განაშენიანების გეგმის ფუნქციური ქვეზონების რუკის შესაბამისად გეგმარებით ერთეულზე დადგენილი გეგმარებითი გარემოებები (კოეფიციენტები) არ იძლევა დასახული მიზნის განვითარების საშუალებას, აქედან გამომდინარე გეგმარებით ერთეულში სრულფასოვანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მოწყობის შესაძლებლობისათვის საპროექტო ნაკვეთების მესაკუთრის (ინიციატორი) მიერ, კერძო ინიციატივის ფარგლებში გდგ შემუშავების ამოცანას წარმოადგენს, ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმით, საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3)-ში დადგენილი კოეფიციენტებისა და პარამეტრების ცვლილება, და გეგმარებით ერთეულში მიწის ნაკვეთი (ს.კ. 20.42.09.681, ფართობი 7199,00 კვ.მ.) კოეფიციენტები და პარამეტრები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

1) დადგენილი (სზ-3) საცხოვრებელი ზონა დარჩეს უცვლელად

2) კ-1= 0.7=5039,3 კვ.მ. (მოთხოვნილია კ-1 კოეფიციენტის გაზრდა)

3) კ-2= 13,0.=93587,0 კვ.მ. (მოთხოვნილია კ-2 კოეფიციენტის გაზრდა)

4) კ-3= 0,1=719.9 კვ.მ. (მოთხოვნილია კ-3 კოეფიციენტის შემცირება)

5) საპროექტო შენობების მაქსიმალური სიმაღლე განისაზღვროს 100,0 მ-ით.

დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წინამდებარე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან

არაუმეტეს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ მოსაზრება საკითხის ირკვლივ.

დანართი:  თანდართული მასალა თან ერთვის.

გონიო 2020 გდგ კონცეფცია. 2025 1
Skip to content