ისრაელის ქალაქ ჰადერასთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
” დღეს ჩვენ ვზეიმობთ უმნიშვნელოვანეს დღეს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის დღესასწაული, რომელიც გვახსენებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების ფასს და იმ ღირებულებებს, რომლებზეც თანამედროვე ქართული სახელმწიფო დგას.
ამ დღეს კიდევ უფრო ამაღლებულს ხდის ის, რომ ჩვენ ვიკრიბებით არა მხოლოდ ისტორიის პატივსაცემად, არამედ მომავლის ასაშენებლად. დღევანდელი ღონისძიება გვახსენებს საუკუნოვან მეგობრობას საქართველოსა და ისრაელს შორის — ურთიერთობას, რომელიც არასდროს ყოფილა მხოლოდ დიპლომატიური.
ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთპატივისცემამ, თანადგომამ და მტკიცე ადამიანურმა კავშირებმა დროის გამოცდას გაუძლო!
დღეს ეს მეგობრობა ახალ ეტაპზე გადადის — მოხარულები ვართ, რომ ქობულეთისა და ისრაელის ქალაქ ჰადერას შორის თანამშრომლობის მემორანდუმით გამყარდება სამი წლის წინ დაწყებული მეგობრობა ჩვენს ქალაქებს შორის.
მჯერა, რომ ქობულეთსა და ჰადერას შორის მჭიდრო ურთიერთობა გახდება ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი ურთიერთობის გაძლიერების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი” – ირაკლი ცეცხლაძე.