ქობულეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. ცენტრალურ პარკში მოეწყო გამოფენები, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ცეკვები და სიმღერები. ზეიმი კონცერტით დასრულდა სადაც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ასევე, სტუმრებმა დამეგობრებული ქალაქებიდან, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ მეომართა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ღონისძიების ფარგლებში, საპატიო ქობულეთელებს მადლობის სიგელები გადაეცათ. ასევე, მოეწყო მსვლელობა ეროვნულ სამოსში.
“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
26 მაისი არის თავისუფლების, ერთობის, ჩვენი გამარჯვების სიმბოლო — დღე, რომელიც თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ეს დღე ჩვენი ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ღირსების, თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოა. გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, რომლებიც დღეს აქ არიან, ჩვენს გვერდით . თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ამ დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 26 მაისი გვაერთიანებს ყველას. თითოეულ ქართველს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს”- ირაკლი ცეცხლაძე ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი .
#26მაისი
#ესდღეჩვენია