ქობულეთის მუნიციპალიტეტში ანა კალანდაძის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საღამოზე გაიხსენეს პოეტის შემოქმედება, წაიკითხეს ლექსები, შესრულდა საცეკვაო ნომრები ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის მონაწილეობით. მონაწილეობდნენ ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები.
ღონისძიებას პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ.
საღამო ქობულეთის მერიის „პროექტების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.