საკრებულოს სხდომაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა.
2025 წლის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზოიძემ წარადგინა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 92 მილონ 055 000 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტში თანხები შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდა:
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია- 45 523 713 ლარი;
დასუფთავება და გარემოს დაცვა – 7 653 145 ლარი;
განათლება – 11 775 474 ლარი;
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 8 490 653 ლარი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 8 642 300 ლარი;
მომავალ წელს განხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორებიცაა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და ეზოების მოწესრიგება; სანიაღვრე არხების მოწყობა;წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
იურიდიულ-საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დავით წულუკიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ ,მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ გააცნო საკრებულოს წევრებს.