საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედელიშვილი უძღვებოდა.

2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი მერიის საფინანსო  სამსახურის უფროსმა ფატი ჯინჭარაძემ წარადგინა. ბიუჯეტი 5 544.100 ლარით იზრდება და 98 986.100 ლარს შეადგენს.

ბიუჯეტში ცვლილებების გარდა, საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს 2025 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის  ორი კვარტლის შესრულების  შესახებ მიმოხილვის ცნობად  მიღებას.

დღესვე,  ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირზე  არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ. 20.42.01.673; ს/კ. 20.42.01.614; ს/კ. 20.42.01.613 და ს/კ. 20.42.01.591) განაშენიანების    დეტალური  გეგმის  დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის  N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს.

 

მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სამსახურის  უფროსმა  ზურაბ ამაღლობელმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 მარტის N26 განკარგულებით დამტკიცებულ დანართში ,,ზომამცირე მცურავი საშუალებების სარგებლობასთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებებში” ცვლილებისა და დამატების  შეტანის საკითხი წარადგინა.

Skip to content