27 დეკემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;
(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზოიძე)
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე;
(მომხსენებელი: დავით წულუკიძე)
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე;
(მომხსენებელი: დავით წულუკიძე)
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ;
(მომხსენებელი: დავით წულუკიძე)