29 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. მდგრადი განვითარების მიზნების ქობულეთის მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცების შესახებ.
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქობულეთი, დაბა ჩაქვი, აღმაშენებლის ქუჩა N47-ში მდებარე 42,20 კვ.მ (ს/კ N20.48.10.012.01.502) და ქობულეთი, დაბა ჩაქვი, აღმაშენებლის ქუჩა N38-ში მდებარე 54,11 კვ.მ (ს/კ N20.48.10.05. 617.01.003), ფართების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით 1(ერთი) წლის ვადით სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა N108-ის მიმდებარედ ტროტუარის სახით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1,0 კვ. მ მიწის ნაკვეთზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ.
4. იჯარის ფორმით 2(ორი) წლის ვადით სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, კერძოდ ხაზოვანი ნაგებობის გარე განათების ბოძებზე ოპტიკურ -ბოჭკოვანი კაბელის რადიუსზე (წერტილი) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (შპს ,,მაგთიკომი“).
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2024 წლის 18 ოქტომბრის N114-11424292175 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (სულ ჯამში 16,0 კვ.მ) შპს ,,თიბისი ფეი“-ზე გადაცემა სწრაფი გადახდის ტერმინალების განთავსების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ.
6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის ირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯია“-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (სულ ჯამში 4,0 კვ.მ) შპს ,,თიბისი ფეი“-ზე გადაცემა სწრაფი გადახდის ტერმინალების განთავსების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ.