განათლების,  კულტურის, სპორტის,  ტურიზმისა და  ახალგაზრდულ  საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების,  კულტურის, სპორტის,  ტურიზმისა და  ახალგაზრდულ  საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში N5 ქუჩისათვის (2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ) ბესიკ შაინიძის სახელის  მინიჭების შესახებ  და   სოფელ ცეცხლაურში სოფელ ხინოწმინდიდან გადმოსახლებულთა ერთობლივი განცხადება მათი ახლანდელი დასახლებისთვის ,,ხინო“-ს სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს.

 

Skip to content