ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლაშა ხახუტაიშვილი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე ლოკაციაზე მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით რამდენიმე საკითხი განიხილეს. კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს მდგრადი განვითარების მიზნების ქობულეთის მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცების შესახებ და დაბა ჩაქვში , აღმაშენებლის ქუჩა N47-ში მდებარე 42,20 კვ.მ და აღმაშენებლის ქუჩა N38-ში მდებარე 54,11 კვ.მ ფართების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საკითხები გააცნო.