ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიამ იმსჯელა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე მისამართზე სხვადასხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საიჯარო საფასურზე და აღნიშნულ საკითხებს მხარი დაუჭირეს საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად.