საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა.

იურიდიულ-საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის  თავმჯდომარე დავით წულუკიძემ სხდომაზე წარმოადგინა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა.

დღესვე, საკრებულოს წევრებმა საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  სხვადასხვა მისამართებზე არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით სარგებლობისა და საიჯარო   საფასურის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს.

 

Skip to content