დღეს, 31 მაისს, გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. საკრებულოს სხომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 26 საკითხი:
- ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ“ მიმოხილვის ცნობად მიღების თაობაზე.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის გრანტის მიღებაზე და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებების მიხედვით შესაბამისი პროექტების დამტკიცების შესახებ. აღნიშნული საკითხების გარდა, საკრებულოს სხდომაზე ინფრასტრუქტურის, სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლაშა ხახუტაიშვილმა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში ცვლილების შეტანა ამოღებისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (მათ შორის პლაჟები) საიჯარო ფასების განსაზღვრის საკითხები წარადგინა.