ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამა –  განაცხადების მიღება იწყება.

 

„ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამა“ –   მუნიციპალიტეტის მერია  კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ქალებს 18 წლიდან ან ქალთა საინიციატივო ჯგუფებს.

განცხადებები მიიღება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  ასევე ელექტრონულად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  kobuletimunicipality@gmail.com

დამატები ინფორმაციისთვის დაუკავშირდით   T 599 85 63 61

ბიზნეს – იდეის შევსების ფორმა იხილეთ

საგრანტო-პროექტი-განაცხადის ფორმა word-ის ფორმატში

მუნიციპალიტეტის მხრიდან ერთი პროექტი 500 ლარიდან არაუმეტეს 5000 ლარით იქნება დაფინანსებული.

პროგრამა დაფინანსდება გამარჯვებული პირის თანამონაწილეობით.თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 10 %–ს . ეროვნული უმცირესობები, შშმ პირი ქალი, შშმ პირის დედა, ძალადობის მსხვერპლი, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები, იძულებით გადაადგილებული ქალები თავისუფლდებიან თანამონაწილეობის ვალდებულებისგან.

პროექტი მიზნად ისახავს მცირე და დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, ასევე  ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა წარმოადგენს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა  1 მაისი

Skip to content