საკრებულოს სხდომა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა.  დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარემ ყველას მიულოცა ისტორიული გამარჯვება და მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების წევრებს.

სხდომაზე  განიხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი:

1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის  დამტკიცების შესახებ.

2. ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29  ივნისის  №35  დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

4.  ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შიდა წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის №03 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;

5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს  საკუთრებაში არსებული  (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის N31 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე .

6. ქალაქ ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N258-260-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 20.42.19.039; ს/კ 20.42.06.434 და ს/კ 20.42.19.029) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ.

7. ქალაქ ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N13-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.06.241) მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით  განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ.

8. შპს ,,ქობულეთის პროფილაქტიკური დეზინფექციის  სადგური“-ს 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

9. ა(ა)იპ ,,ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური  სერვისების  ცენტრი“-ს  2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

10. ა(ა)იპ ,,ქობულეთის მუზეუმი“-ს 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

11. ა(ა)იპ ,,ქობულეთის კულტურის ცენტრი“-ს 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

12. გურამ თამაზაშვილის სახელობის ა(ა)იპ ,,ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,მხედრული“-ს 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

13. ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ,,ქობულეთის სახელოვნებო სკოლა“-ს 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

                

Skip to content