ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს:
- ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშის შესრულების ცნობად მიღების შესახებ.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიანი განვითარების დოკუმენტის სამოქმედო გეგმა 2024-2027 წლების დამტკიცების შესახებ.
- ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შიდა წესის“ დამტკიცების შესახებ.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N02 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში ცვლილების შეტანა ამოღების თაობაზე (ამოღება -ქ.ქობულეთში, მეგობრობის ქუჩა N42-ში მდებარე 2400 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.08.569).
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N61 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმა“-ში ცვლილების შეტანა ამოღების თაობაზე (ამოღება -ქ.ქობულეთში, მეგობრობის ქუჩა N42-ში მდებარე 2400 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.08.569).
- შპს ,,ქობულეთის ტრანსრეგულირება“-ს 2024 წლის 19 თებერვლის N18 მომართვა -2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.