ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თედო ტაკიძე უძღვებოდა.
დავით ვერულიძემ კომისიის წევრებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილები წარმოუდგინა. ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 2 193.200 ლარით და შეადგენს 72 387.800 ათას ლარს.
დღესვე კომისიაზე განიხილეს:
– ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშის შესრულების ცნობად მიღება.
– ქობულეთის მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიანი განვითარების დოკუმენტის სამოქმედო გეგმა 2024-2027 წლების დამტკიცების შესახებ.
– ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შიდა წესის“ დამტკიცების შესახებ.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხებს საკრებულოს წევრები სხდომაზე განიხილავენ.