ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლაშა ხახუტაიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შ ნათია ბასიაშვილმა  ქალაქ ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N258-260-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 20.42.19.039; ს/კ 20.42.06.434 და ს/კ 20.42.19.029) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა და  თავისუფლების ქუჩა N13-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.06.241) მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმა წარმოადგინა.
კომისიაზე „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში (ამოღება -ქ.ქობულეთში, მეგობრობის ქუჩა N42-ში მდებარე 2400 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.08.569)  და  „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმა“-ში ცვლილების შეტანა ამოღების თაობაზე (ამოღება -ქ.ქობულეთში, მეგობრობის ქუჩა N42-ში მდებარე 2400 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.08.569) იმსჯელეს.
დღესვე, შპს ,,ქობულეთის ტრანსრეგულირება“-ს დირექტორმა, მერაბ პაპუნაიშვილმა 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.
      
Skip to content