16 ნოემბერს, 14:00 საათზე, გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 06 ნოემბრის N114-11423310191 მომართვა – საქართველოს კანონით ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ.
(მომხსენებელი: დავით წულუკიძე)
(თანამომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი თეონა გეგიძე)
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 31 ოქტომბრის N114-11423304307 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე შ.პ.ს ,,ქობულეთის სტადიონი“-ს დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
(მომხსენებელი: დავით წულუკიძე)
3. მოქალაქე ანა ბაჟუნაიშვილის ელექტრონული პეტიცია – „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის თემისათვის (ჭახათი, ვარჯანული, კაკუჩა, კეჭიეთი, კობალაური, ოხტომი, ტყემაკარავი) მაღამთლიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შუამდგომლობის დაყენებისა და სოფელ ჭახათში საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით“.
(მომხსენებელი: დავით წულუკიძე)