საკრებულოს სხდომა

დღეს, 31 აგვისტოს, დავით მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. საკრებულომ ,,ქ.ქობულეთში, აბაშიძის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 20.42.09.600) საკურორტო-დასასვენებელი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით განაშენიანების    დეტალური  გეგმა და  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას,  მუხაესტატე-წყავროკას გეგმარებითი ერთეულის განაშენიანების გეგმის კონცეფცია დაამტკიცა.

საკრებულომ აგრეთვე განიხილა:

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო  ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების  შესახებ.
  • ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული ქონების  საპრივატიზაციო  ობიექტების  ნუსხა“-ში  ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე (დამატება ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვი, დუმბაძის ქუჩა N12-ში მდებარე 1287,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 236,6 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობა (ს/კ N20.48.04.048).
  • „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე (დამატება -ქ.ქობულეთში, მეგობრობის ქუჩა N42-ში მდებარე 2400,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის  (ს/კ 20.42.08.569).
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, მეგობრობის ქუჩა N42-ში მდებარე 2400,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის  (ს/კ 20.42.08.569) საწყისი საპრივატიზებო  საფასურის   განსაზღვრის  შესახებ.
  • „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმა“-ში  ცვლილებისა და დამატების  შეტანის  თაობაზე  (დამატება -ქ.ქობულეთში, მეგობრობის ქუჩა N42-ში მდებარე 2400,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის  (ს/კ 20.42.08.569).
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი  განკარგვის წესით, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, თავისუფლების  ქუჩა  N30-ის მიმდებარედ მდებარე  150.0  კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.11.295) 60 კვ.მ  მიწის ნაკვეთზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური  საიჯარო საფასურის განსაზღვრის  შესახებ (ფ/პ ,,ხათუნა გოლიაძე“).

        

Skip to content