გეგმარებითი ერთეულის და დაგეგმილი ცვლილებების ანოტაცია:

გეგმარებითი ერთეულის და დაგეგმილი ცვლილებების ანოტაცია:

  • გეგმარებითი ერთეული:

გეგმარებითი ერთეულის ფართობი შეადგენს 14247.00 კვ.მ-ს. გეგმარებითი ერთეული მოიცავს 1 მიწის ნაკვეთს.

  • დაგეგმვის ძირითადი მიზნები და ამოცანები, მათი მიღწევისა და გადაწყვეტის გზები;

დაგეგმილი პროექტის მიხედვით გეგმარებით ერთეულში შემავალ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 20.48.09.1000, უნდა განთავსდეს საცხოვრებელი კომპლექსი. ვინაიდან გეგმარებითი ერთეულის

მიმართ არ არის შემუშავებული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია, აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებას.

  • დაგეგმილი განაშენიანება:

o სტრუქტურა/წყობა – დაგეგმვის შედეგად – ღია, ჩამოყალიბებული, კვარტალური წყობა.

o მიმართება მიმდებარე განაშენიანებასთან – გეგმარებითი ერთეულის მიმდებარე ტერიტორიები თავისუფალია, არ არის განაშენიანებული, დაგეგმარებისას დაცული იქნება ქალაქმშენებლობითი

და ქალაქგეგმარებითი მოთხოვნები.

o ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა – გეგმარებითი ერთეულის მიმდებარე ტერიტორიები უზრუნველყოფილია ინფრასტრუქტურული სიმძლავრეებით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში მათი

გაუმჯობესება მოხდება ობიექტის პროექტირების ეტაპზე, ოპერატორი კომპანიების მიერ გაცემული ტექნიკური დავალებების შესაბამისად.

7.2. საპროექტო ტერიტორიის და ობიექტის სავაერაუდო ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები

  • დაგეგმილი ცვლილებები ციფრებში:

გემარებითი ერთეულისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციით დადგენილი განაშენიანების რეგულირების პარამეტრები შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261

დადგენილებით დამტკიცებული „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“-ს დანართი №1-ით დადგენილ პარამეტრებს და არ ხდება მათი გადამეტება.

გეგმარებითი ერთეულისათვის – საპროექტო მიწის ნაკვეთისათვის ს/კ: 20.48.09.1000.

o განაშენიანების კოეფიციენტი (კ-1) შეადგენს 0,5-ს;

o განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) შეადგენს 1,8-ს.

o გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) შეადგენს 0,3-ს

საპროექტო ობიექტის სავარაუდო ტექნიკური მაჩვენებლების აუცილებელი ელემენტები:

  • ფართობები:

o საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობი: 14247.00 კვ.მ.

o სამშენებლო ქვეზონები – საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3);

o გამწვანებული და სხვა არასამშენებლო ტერიტორიები გეგმარებით ერთეულზე არ არის განთავსებული;

o დაგეგმილი განაშენიანება, მათ შორის (არსებობის შემთხვევაში):

▪ საცხოვრებელი (ცალ-ცალკე: ბინა, სასტუმროს ტიპის ბინა, სასტუმროს ნოემრი) – 82 საცხოვრებელი ბინა-ერთეული, 8975,00 კვ.მ. 100 სასტუმრო ნომერი, 8000,00 კვ.მ.

▪ კომერციული (ცალ-ცალკე: სავაჭრო, საოფისე) – კაფე – 400კვ.მ; რესტორანი – 350კვ.მ; კომერციული – 400 კვ.მ; ფიტნეს კლუბი – 250კვ.მ; საკონფერეციო სივრცე – 150კვ.მ;

▪ დამხმარე (ცალ-ცალკე: ავტოსადგომი, სარდაფი, საწყობი, ტექნიკური სათავსები და მსგ.) – დახურული მიწისქვეშა 94 ავტოსადგომი (4260,00 კვ.მ.) და 6 მიწისზედა ავტოსადგომი, სულ 100 ავტოსადგომი.

  • მოცულობები:

o დაგეგმილი განაშენიანება, მათ შორის (არსებობის შემთხვევაში):

  • შენობები – 84000 კუბ.მ.
  • სიმაღლეები/სართულიანობა:

o დაგეგმილი განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე (მ) – 28 მ.

o სართული – 2,3,4,5,7 (მიწისქვეშა სართულის გამოკლებით).

o დაგეგმილი განაშენიანება, მათ შორის (არსებობის შემთხვევაში):

▪ მიწისქვეშა სართულები – 1 სართული;

▪ მიწისზედა სართულები – 2,3,4,5,7 სართული;

 

დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წინამდებარე ინფორმაციის

გამოქვეყნებიდან   არაუმეტეს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ

მოსაზრება საკითხის ირკვლივ.

 

დანართი:  თანდართული მასალა თან ერთვის.

ჩაქვი, მეგენეიშვილის ქუჩა
Skip to content