ქ. ქობულეთში, ფიროსმანის ქუჩა , შესახვევი N9-ში დაგეგმილია მრავალბინიანი 30 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
გეგმარებითი ერთეულის ფართობი შეადგენს 13860,00კვ.მ-ს. გეგმარებითი ერთეული მოიცავს 1 მიწის ნაკვეთს.
დაგეგმილი პროექტის მიხედვით გეგმარებით ერთეულში შემავალ მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდებით 20.42.09.077, უნდა განთავსდეს მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი. აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს განაშენიანების გამჭიდროებას – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას კ2-1,8-დან კ2=7,2-მდე.
- დაგეგმილი განაშენიანება:
oსტრუქტურა/წყობა – ღია, კვარტალური წყობა.
გეგმარებითი ერთეულის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლებით განაშენიანებული მიწის ნაკვეთები, რომელთა მიმართ დაცული იქნება ქალაქმშენებლობითი და ქალაქგეგმარებითი მოთხოვნები.
გეგმარებითი ერთეული უზრუნველყოფილია ინფრასტრუქტურული სიმძლავრეებით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში მათი გაუმჯობესება მოხდება ობიექტის პროექტირების ეტაპზე, ოპერატორი კომპანიების მიერ გაცემული ტექნიკური დავალებების შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წინამდებარე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ მოსაზრება საკითხის ირკვლივ.
დანართი: თანდართული მასალა თან ერთვის.
კონცეფცია - შპს გონიო 2020