ქალაქ ქობულეთში, აბაშიძის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ N20.42.09.600 საკურორტო-დასასვენებელი, საცხოვრებელი კომპლექსი მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე საჯარო განხილვა. დაინტერესებული პირი ‐ შპს ,, „შავი ზღვის სამოთხე 1“’. ინიციატორის მიერ დასახელებული განვითარების მიზანია საკურორტო კომპლექსის მოწყობა მისი ფუნქციონირებისათვის ყველა აუცილებელი ფუნქციური სივრცითა და ზონირებით. მიწის ნაკვეთი დაიყოფა 17 საკადასტრო ერთეულად. დომინანტს წარმოადგენს სანაპირო ზოლთან დაგეგმილი 53 სართულიანი აპარტოტელი. ასევე განთავსდება 23-30 სართულიანი აპარტოტელის ტიპის შენობა. კომპლექსის სუა ნაწილი სანაპირო ზოლზე დაეთმობა ბრენდულ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც შედგება 7-8 სართულისგან.
დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წინამდებარე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ მოსაზრება საკითხის ირკვლივ.
დანართი: თანდართული მასალა თან ერთვის.
GDG Qobuleti 21.04.2023-compressed