საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თედო ტაკიძე უძღვებოდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პრიორიტეტები,ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი დასკვნები და შენიშვნები განიხილეს.
კომისიამ მხარი დაუჭირა მიმოხილვის ცნობად მიღების თაობაზე ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ“ .