18 ნოემბერს , 12 საათზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის  სააქტო დარბაზში გაიმართება  2023  წლის ადგილობრივი პროგრამული  ბიუჯეტის პროექტის  საჯარო განხილვა

18 ნოემბერს,  12 საათზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის  სააქტო დარბაზში გაიმართება   2023  წლის ადგილობრივი პროგრამული  ბიუჯეტის პროექტის  საჯარო განხილვა. (მისამართი: ქ.ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141, მესამე  სართულზე,  სააქტო  დარბაზში);

 

განსახილველ საკითხთა მიმართებაში  საჯარო  განხილვის  წარმოებაზე  უფლებამოსილი ორგანოა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო -საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია.

 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს თედო ტაკიძეს. ტელეფონი: 599 64 64 38.

დაინტერესებულმა მხარეებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის   პროექტთან  დაკავშირებით შენიშვნები წერილობით  წარმოადგინონ 2022 წლის 18 ნოემბერს 11-00 საათამდე ქობულეთის მუნიციპალიტეტის კანცელარიაში. (მის: ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141 პირველი სართული, ტელ:26-79-01), აგრეთვე საკრებულოს ელ.ფოსტაზე kobsakrebulo@gmail.com.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ:

2023 წლის პროგრამული ბიუჯეტი

 

Skip to content