თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით,მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ახალი პროგრამა იწყება.
პროგრამის ფარგლებში ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას. ქულები აგრობარათზე დაირიცხება. სამი ჰექტრი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები კი ისარგებლებენ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის.სახელმწიფო კრედიტის 8 % ს დააფინანსებს.
,,თხილის ბაღების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამის,, შესახებ შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა. პროექტის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს,რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ გააცნო.
პროგრამა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაინერგა.
პრეზენტაციას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე უჩა სურმანიძე. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია რომანაძე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგნელები ესწრებოდნენ.