ქობულეთის მუნიციპალიტეტმა, მხიარულთა და საზრიანთა შეჯიბრში აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულ მოსწავლეებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები შეხვდნენ. ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს და ყველა მნიშვნელოვან წამოწყებასა და გამოწვევაში მათ მხარდაჭერას დაპირდნენ.
შეჯიბრს ორგანიზებას ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი უწევდა. სკოლის მოსწავლეებს შორის შეჯიბრი, 31 ოქტომბერს, ხელვაჩაურში გაიმართა და მონაწილეობას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი გუნდი იღებდა.

 

Skip to content