იტალიელი მოგზაური ვიენა კამაროტა, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და მარკო პოლოს გზას გადის, ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეწვია.
ვიენა კამაროტამ ისაუბრა მოგზაურობის მიზნებზე , რა გზა უნდა გაიაროს ისტორიული მარშუტის დასაფარად.
„ჩემი მოგზაურობა არ არის “უბრალოდ ლაშქრობა”, არამედ ეს არის ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, სხვადასხვა ტრადიციების და ხალხის გაცნობა, ასევე კერძების დაგემოვნება, მე ავღწერ დიდ ქალაქებს და მათ ისტორიებს, მაგრამ არ მავიწყდება დავაკვირდე პატარა ქალაქებს, სადაც მხოლოდ ერთი ღამე ვისვენებ, ასევე ვახერხებ ფოტოების გადაღებას”- ვიენა კამაროტა.
მოგზაურობის ფარგლებში ყველა ქალაქის მერს ხვდება და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან სამახსოვრო ფოტოს იღებს.
ლევან ზოიძემ უცხოელ მოგზაურს წარმატებები უსურვა დაგეგმილ მოგზაურობაში და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.