მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, დღეს ქაქუთის, ლეღვასა და წყავროკას ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მცხოვრებლებს შევხვდით.
ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე.
მივაწოდეთ ინფორმაცია დაგეგმილ სიახლეებზე.
ერთობლივად, მოსახლეობის ჩართულობით დავიწყეთ მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობა. ვისმენთ ინფორმაციებს ადგილობრივი მოქალაქეების საჭიროებებზე, გამოწვევებზე რომლებიც სხვადასხვა დასახლებაში, მოსახლეობის წინაშე დგას. არსებული შესაძლებლობის ფარგლებში, ეტაპობრივად ვცდილობთ ყველა დასმული საკითხი, დროულად გადავჭრათ. მაქსიმალური გავაკეთოთ მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
მოქალაქეებთან შეხვედრებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ჩართულები იყვნენ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები – ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, ასევე უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ანანიძე.