გაიმართა  ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“-ს ფრაქციის სხდომა

დღეს გაიმართა  ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“-ს ფრაქციის სხდომა გიორგი გოგიტიძის ხელმძღვანელობით,რომელსაც ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზოიძე და მერის მოადგილეები დავით ვერულიძე და მინდია რომანაძე.

ასევე სხდომას ესწრებოდა  და გაცნობითი ხასიათი ქონდა მერიის ახლადდანიშნული ზედამხედველოობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსები გიორგი ბეჟანიძე და დავით ბოლქვაძე.

სხდომაზე განხილული იქნა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები,ასევე მერმა ფრაქციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ზაფხულის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით გატარებული და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

ფრაქციის სხდომა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და იმსჯელეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე და მომავალში დასაგეგმი ღონისძიებების შესახებ,აგრეთვე განიხილეს  სხდომაზე გასატანი მიმდინარე საკითხები.

.   

Skip to content