ქობულეთის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა,რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს:
1. ქ.ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩის დასაწყისში, მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მიმდებარედ, სახელის მინიჭების შესახებ.
2. ქ.ქობულეთში, რუსთაველის ქ.N215 ა სახლის მიმდებარედ, სახელის მინიჭების შესახებ;