სს „აჭარის წყლის ალიანს“-ის მიერ jobs.ge-ს პლატფორმაზე გამოცხადდა კონკურსი

გაცნობებთ, რომ სს „აჭარის წყლის ალიანს“-ის მიერ jobs.ge-ს პლატფორმაზე
გამოცხადდა კონკურსი, მუნიციპალიტეტების წყალმომარაგების კომპანიებისათვის
შეძენილი სპეც.ტექნიკის ოპერატორებისა და სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტების
მიზნით.

 

სპეცტექნიკის მძღოლი/ოპერატორებისა და ოპერატორების შერჩევის მიზნით, კომპანია აცხადებს
კონკურსს შემდეგ პოზიციებზე:

1. მცირე ზომის ასანიზაციის მანქანის მძღოლი/ოპერატორი – (ხულო; შუახევი; ქედა; ხელვაჩაური;
ქობულეთი) – 5 ვაკანსია
2. მცირე ზომის ასანიზაციის მანქანის ოპერატორი – (ხულო; შუახევი; ქედა; ხელვაჩაური;
ქობულეთი) – 5 ვაკანსია
3. ამწიანი სატვირთო მანქანის მძღოლი/ოპერატორი – (ხულო; შუახევი; ქედა; ხელვაჩაური;
ქობულეთი) -5 ვაკანსია
4. ამწიანი სატვირთო მანქანის ოპერატორი – (ხულო; შუახევი; ქედა; ხელვაჩაური; ქობულეთი) -5
ვაკანსია
5. ექსკავატორის/უკანა ნიჩბიანი (მცლელი) ოპერატორი – (ხულო; შუახევი; ქედა; ხელვაჩაური;
ქობულეთი) -5 ვაკანსია
6. ჭავლით გამრეცხი/ასანიზაციის მანქანის მძღოლი/ოპერატორი – (შუახევი და ქობულეთი ბაზა;
ხულო; ქედა და ხელვაჩაური პერიოდულად) -2 ვაკანსია
7. ჭავლით გამრეცხი/ასანიზაციის მანქანის ოპერატორი – (შუახევი და ქობულეთი ბაზა; ხულო;
ქედა და ხელვაჩაური პერიოდულად) – 2 ვაკანსია
დაინტერსებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (თანდართული შაბლონი), მართვის
მოწმობის ასლი და შესაბამისი სამუშაო გამოცდილების სხვა დამადასტურებელი საბუთი ქვემოთ
მოცემულ მისამართზე: info@awa.ge ან ჩააბაროთ შესაბამისი მუნიციპალიტეტის კანცელარიას.
ასევე შეგიძლიათ მიიტანოთ საბუთები სს „აჭარის წყლის ალიანსის“ მისამართზე: ბათუმი,
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა 1.
გთხოვთ, განაცხადის ფორმაში წარმოადგინეთ მონაცემები სრულყოფილად (განათლება და
სამუშაო გამოცდილება) და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადების შეტანის ბოლო ვადაა: 05 აგვისტო, 2022 წელი.
შენიშვნა: გასაუბრება ჩაუტარდებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გასაუბრების გამართვის
ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ კანდიდატებს განაცხადის ფორმაში
მითითებული ელ. ფოსტის/სატელეფონო შეტყობინების საშუალებით.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995 595 05 22 16.

 

https://jobs.ge/ge/?view=client&client=adjaristsklis-aliansi

 

 

 

დანართი N1-განცხადება
დანართი N2-კანდიდატის განაცხადის ფორმა
Skip to content