ადმინისტრაციულ ერთეულებში, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, დღეს,
წყავროკის, ლეღვას, დაბა ოჩხამურისა და ქაქუთის წარმომადგენლებთან გაიმართა თათბირი.
საუბარი სხვადასხვა გამოწვევას შეეხო, რომლის წინაშეც დგას ადგილობრივი მოსახლეობა.
გამოიკვეთა ძირითადი საკითხები:
გზების ბეტონირება;
უსახური შენობების დემონტაჟი;
სოციალური საკითხები და მათი გადაჭრის გზები.
“ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება თითოეული საკითხის მოგვარებას. ვიმუშავებთ, რომ სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყოს.
მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობასთან გავაგრძელოთ მჭიდრო კომუნიკაცია”- ლევან ზოიძე.