ა(ა)იპ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრმა, დღეს ქობულეთში შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ა(ა)იპ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის საქმიანობის/სერვისების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაცნობას, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს შორის სამომავლო თანამშრომლობას.
,,კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის’’ და ,,მაკ ჯორჯია’’ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს “დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა საქართველოში”.
აქტივობის ერთ-ერთი ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ინფორმაციის, კონსულტაციის, მხარდაჭერისა და გადამისამართების სერვისის მიწოდება რეგიონებში.
პროექტის ფარგლებში, ამ მიზნით 2021 წლიდან შეიქმნა შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები კახეთში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში.