“ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის 5 სოფელში ძაღლებისთვის თავშესაფარი დაიდგა. ასევე ქობულეთის ცენტრალურ პარკში მოეწყო ჩიტების სახლი.
პროგრამა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წლიდან დაიწყო.
აღნიშნული მიმართულება მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი პროექტები, იდეები.