საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ , ქობულეთის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა.
2022 წლის „ქობულეთის ეტალონი მოსწავლე“ – ჩაქვის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ კალანდაძეა.
კონკურსში 336 ქობულეთელი მოსწავლე ჩაერთო. კონკურსის მონაწილეებს გადაეცათ სიგელები. მეორე ეტაპზე გადასულები დაჯილდოვდნენ ოქროს სიგელებით, გამარჯვებული და მომდევნო ორი ადგილის მფლობელებს კი დიპლომები გადაეცათ.