ბათუმში, სასტუმრო ლე მერიდიენში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა და სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის და 2022 წლის ნაწილის შესრულების ანგარიში მოისმინეს.
საბჭოს სხდომაზე აჭარის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების _ ქვემოდან-ზემოთ (LEADER/CLLD) პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, შეხვედრაზე ასევე აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივ გაერთიანებების (ამაგების) საჭიროებები განიხლილეს.
საბჭოს სხდომას მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები, აჭარის მინისტრთა კაბინეტის და ამაგების წევრები ესწრებოდნენ.