ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი აჭარაში ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროექტებს, განახლებულ ტურისტულ პროდუქტებს და 2022 წლის ტურისტულ სეზონს შეეხო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საუბრისას ზაფხულის სეზონისთვის ყველა უწყების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლას გაუსვა ხაზი.
2022 წლის, პირველი კვარტლის მონაცემებით, აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები, 2019 წელთან შედარებით, 49%-თ არის აღდგენილი. 30%-თ არის გაზრდილი მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. მაისის თვეში, ბათუმში, 9 ქვეყნიდან 250-ზე მეტი ფრენაა დაგეგმილი, რომელთა შორის ერთი ახალი ევროპული მიმართულება – რიგა-ბათუმის ფრენა იქნება.
ახალი ტურისტული პროდუქტებით ხვდება ტურისტულ სეზონს მაღალმთიანი აჭარა. მოგზურებს კანიონინგი უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორზე, ჩირუხში, კაპნისთავსა და შუამთაზე, ასევე 20-მდე მარკირებული ტურისტული მარშრუტი ელოდებათ.