დღეს,28 აპრილს 16 საათზე  გაიმართა  ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიუროს  სხდომა დავით მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით

დღეს,28 აპრილს 16 საათზე  გაიმართა  ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს    ბიუროს   სხდომა დავით მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით.ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწუინებულ 20 საკითხზე იმსჯელეს:

1. N81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2022  წლის 31 მარტის   N81/5 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (თ.მოწყობილი) უფლებამოსილების ცნობის შესახებ.

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 21 აპრილის №114-11422111213 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის N09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 02 მარტის   N114-1142206176 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის  შესრულების წლიური ანგარიშის  დამტკიცების შესახებ.

5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 28 თებერვლის N114-11422059281 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ  ანგარიშის შესრულების  ცნობად მიღების  შესახებ.

6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 21 აპრილის  №114-11422111209 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული  ბიუჯეტის პირველი  კვარტლის შესრულების შესახებ“ მიმოხილვის ცნობად  მიღების თაობაზე.

7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზაზა თხილაიშვილის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიაში და საკრებულოს  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა  კომისიაში დამატების თაობაზე.

8. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 18 აპრილის №114-11422108138  მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და    თანამდებობრივი სარგოს  დამტკიცების   შესახებ“.

9. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 06 აპრილის N114-11422096191 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების  შესახებ.

10. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 06 აპრილის №114-11422096188  მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის  პირველადი  სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

11.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 06 აპრილის №114-11422096188  მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის  მეურნეობის განვითარების  სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ;

12.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 06 აპრილის №114-11422096188  მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი  სტრუქტურული ერთეულის  შიდა აუდიტის  სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ;

13. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 17 მარტის №114-11422076241  მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში მდებარე  1701  კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 934,0 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ყოფილი ბაგა-ბაღის შენობა) (ს/კ 20.37.05.014) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში  გადაცემის  შესახებ;

14. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 07 აპრილის №114-11422097163 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N842-ის მიმდებარედ  365,0 კვ.მ (ს/კ N20.42.17.033) და 120,0 კვ.მ (ს/კ N20.42.17.034) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (შპს ,,ესკო ჯორჯია“);

15.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 14 აპრილის №114-11422104194 მომართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28.  დეკემბრის N68 განკარულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის  შესახებ.

16 ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის  2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“;

17. გურამ თამაზაშვილის სახელობის ა(ა)იპ ,,ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,მხედრული“-ს 2022 წლის 14 თებერვლის  N01-06/5 მომართვა -2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

18. ა(ა)იპ ,,ქობულეთის საბავშვო გაერთიანება“-ს 2022 წლის 25 თებერვლის N35-1142205647 მომართვა -2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

19. ა(ა)იპ ,,ქობულეთის სახელოვნებო სკოლა“-ს 2022 წლის  22 თებერვლის  N3 მომართვა -2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

20. შპს ,,სარაგბო კლუბი პონტო“-ს 2022 წლის 01 მარტის   მომართვა -2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

Skip to content