საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე „ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სოციალური და სამართლებრივი ასპექტები“

ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოსა და კულტურულ -ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმი“-ს პარტნიორობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სოციალური და სამართლებრივი ასპექტები“ გაიმართა.

შეხვედრის მიზანი მუნიციპალიტეტისა და ფონდის თანამშრომლობის გზით, მუნიციპალიტეტის გაძლიერება და მისი როლის გაზრდაა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მსხვერპლთა დახმარების საკითხებში.

მოქალაქეთა აქტიური ჯგუფები და რეფერალური მექანიზმის აქტორები გაეცნენ ფონდის საქმიანობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს-ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და ძალადობის პრევენციის, ქალთა ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისა და დახმარების საკითხებში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები: მოქალაქეები, საკრებულოს, გენდერული საბჭოს წევრები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები

  

Skip to content